[ვიდეო] კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რომ თბილისში უკანონოდ მიტაცებული მიწები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს
20-02-2019, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწების მიტაცების არაერთი ფაქტი გამოვლინდა. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, არის შემთხვევები, რომ მიტაცებულ მიწებზე სახლების მშენებლობებიც მიმდინარეობს და ჰგონიათ, რომ მოხდება დაკანონება.

 


„გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ ეს მიწები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს საკუთრებაში", განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ მიტაცებულ მიწებზე აშენებული სახლების დემონტაჟი მოხდება.

 

 

მერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საქმის კურსში ჩააყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რათა როგორც კალაძე ამბობს, ერთიანი ძალებით მოხდეს უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

 

 

(კახა კალაძის აღნიშნული განცხადების ვიდეო ვარიანტი იხილეთ 9:24 წუთიდან)

 

 

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცებას - ჩვენ არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ ასეთი. ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა ასეთი უკანონო ფაქტები, როდესაც ხდებოდა ტერიტორიების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცება, რაც ძალიან მძიმე და პირადად ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. ხედავთ ფოტომასალას, გათხრილი იყო ორმოები, რომ საძირკველი ჩაესხათ და შემდეგ გადის გარკვეული დრო, გარკვეული წლები და ცდილობენ დაკანონებას. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გაავაფრთხილო - ეს არავის არ გამოუვა. ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად დაიტაცოს. მე მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რეაგირება იყო დროული. არსებობს რაღაც ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადის, რა თქმა უნდა, შსს-ს ჩვენ ჩავაყენებთ საქმის კურსში და ერთიანი ძალით შევეწინააღმდეგებით ამ უკანონობას. ეს ადამიანები ამ ქმედებებით უპირისპირდებიან თბილისის მერიას და ზოგადად სახელმწიფოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ასეთ მიდგომას და დამოკიდებულებას.... არის შემთხვევები, რომ პატარა სახლებიც აქვთ ჩადგმული და ჰგონიათ, რომ ამას ვინმე მათ დაუკანონებს, თუმცა, ისინი ძალიან ცდებიან", განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, რამდენიმე ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე წესი 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

 

 

"პირველი არეალი არის კოტე აფხაზის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა. ამავე დროს საპილოტე რეჟიმში დაინერგება საბურთალოზე.  პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს“, აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი