კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს
20-02-2019, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.

 

 

„11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისგმებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რომელთა შესახებაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა ანუ პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, უკვე 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დამტენების მონტაჟს დავიწყებთ“, განაცხადა კახა კალაძემ, როგორც ამას მერიის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

მისივე თქმით, კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, ელექტროდამტენების დამონტაჟების თხოვნით შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება ეტაპობრივად დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი