დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების საკითხზე: ირაკლი კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო
20-02-2019, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

 


„პოლიტსაბჭოს განცხადებები ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და თან ერთმანეთის გამომრიცხავიც არის და აქედან გამომდინარე, დღეს პირდაპირ უარი ეთქვა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს ინიციატივას და არ მგონია, ხვალ დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ. ძალიან საინტერესოა, უბრალოდ, ხალხს ვინ ეტყვის უარს და შემდეგ ის პროექტი, რომელსაც ესენი ამზადებენ, რომ იტყვიან მზურნველობით ხალხზე და სამართლიან სასამართლოზე და თუ გავიხსენებთ მათ წინა განცხადებას, გარკვეულწილად პოლიტსაბჭოში გაორებები ემართებათ. ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა და კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო სივრცეში სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია გაგრძელდება.

 


პოლიტსაბჭო გამოხატავს „სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი