ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი არის ნიშანი ჩვენი კავშირისა ორ ქვეყანას შორის“
20-02-2019, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სალომე ზურაბიშვილთან ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კავშირის ნიშანია და საქართველოსთან „ძალიან ბევრი რამ აკავშირებს“.

 

 

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი არის ნიშანი ჩვენი კავშირისა ორ ქვეყანას შორის - ვიზიტი, რომელიც ძალიან კარგ დროს შედგა და თქვენი პირველი ვიზიტია პარიზის შემდეგ. ძალიან გამახარა ჩვენმა საუბრებმა, ჩვენმა შეხვედრამ, ჩვენი საუბრების გულახდილობამ. თქვენი იცით, რომ ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქვეყანასთან. გერმანიასა და საქართველოს მეგობრობის გრძელვადიანი ტრადიცია აკავშირებს. 2017 წელს გერმანია-საქართველოს წელიწადი იყო, ასევე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი იყო. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ კულტურული კავშირები ძალიან მჭიდროა“, მიმართა სალომე ზურაბიშვილს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 


გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენით საქართველომ ქართული კულტურის დიდი სიმდიდრე აჩვენა, რაც გერმანიაში აქამდე არასდროს მოხვედრიათ თვალში.

 


„ეს მე ჩემი თვალით ვნახე. საქართველოში ხშირად ჩამოვსულვარ და საქართველოს განვითარების სხვადასხვა ეტაპებს ვაკვირდებოდი ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ წლების განმავლობაში იყო საჩვენებელი, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საჩვენებელი, სამაგალითო ქვეყანა და ძალიან კარგი, შთამბეჭდავი განვითარება გვიჩვენა“, განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი