ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბარი საქართველოს შიდა პოლიტიკასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ „ეს ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში“
20-02-2019, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სალომე ზურაბიშვილთან ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ინტენსიურად აკვირდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებს, „ხისტად“ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და „დიდი კმაყოფილება“ გამოხატა მას შემდეგ, რაც „ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ ეს არჩევნები პროფესიონალურად იყო მომზადებული, კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა“.

 


ამასთან, გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში“.

 


„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მჭიდრო კავშირების შესახებ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს. საქართველოს საკმაოდ ამბიციური ევროპული მისწრაფებები აქვს – ევროკავშირი, ევროპა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით, საკუთარ თავში ერკვევა. თქვენ მითხარით, რომ ამ დროს სტრუქტურული დაკავშირება ევროკავშირის სტრუქტურებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაერთიანება შესაძლოა, ძალიან ბევრის მომცემი იყოს და ახლაც არის ბევრის მომცემი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ინტენსიურად ვაკვირდებოდით საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ვნახეთ და ვიგრძენით კიდეც, რომ ხისტად მიმდინარეობდა ეს საარჩევნო პროცესი, მაგრამ დიდი კმაყოფილებით ვნახეთ, რომ მაგალითად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ ეს არჩევნები პროფესიონალურად იყო მომზადებული, კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა. ჩვენი იმედი ამაში მდგომარეობს და ვგონებ, თქვენი იმედიც არის, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ეს ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში. პოლიტიკური მოთამაშეები, ისე როგორც ეს დემოკრატიაშია საჭირო, მზად იქნებიან და დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ საქართველოში განახორციელოთ რეფორმების ის დიდი პაკეტი, რომელიც თქვენ დაგეგმილი გაქვთ“, განაცხადა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი