ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დატოვება აუცილებლად მოუწევს, თუკი გუნდთან „პრინციპული ღირებულებითი“ აცდენა ექნება
20-02-2019, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აღიარებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში „ნაპრალი არსებობს“ და თუკი დღეს სასამართლოების თემაზეა უთანხმოება, მომავალში შეეაძლოა სხვა საკითხი იქცეს განხეთქილების მიზეზად. ამ ფონზე კი, მიიჩნევს დეპუტატი, აუცილებელია იმ ცვლილებების - „როგორც საკადრო, ისე სტრატეგიის თვალსაზრისით“ - გატარება, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა პირველ და მეორე ტურში დაპირდა ამომრჩეველს, რათა „საზოგადოებაშიც და თვითონ გუნდშიც ახალი ენთუზიაზმი და ენერგია გაჩნდეს“ და თუკი ღირებულებითი თანხვედრა არ იქნება, მასაც და სხვებსაც გუნდის დატოვება მოუწევს.

 

 

აღნიშნულის შესახებ ქანთარიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

 


„ის ნაპრალი, რომელიც არსებობს უკვე, ამას ახლა უკვე ვერ გავექცევით. ძალიან არ მინდა, რომ ეს ნაპრალი გადიდდეს. ნუ, ახლა სასამართლოებია, ხვალ შეიძლება სხვა თემამ წამოიწიოს და ვფიქრობ, რომ აი, ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ დავპირდით პირველსა და მეორე ტურში, პირველმა ტურმა რაც გააშიშვლა, რაც დაანახა სუყველას და ასევე ჩვენ, რა თქმა უნდა, და ძალიან ფართოდ გამოამჟღავნა, თვალსაჩინოდ გამოამჟღავნა ყველა პრობლემა და იყო საუბარი, რომ იქნებოდა ცვლილებები, მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად გასაკეთებელია, როგორც საკადრო, ისე სტრატეგიის თვალსაზრისით, რომ საზოგადოებაშიც და თვითონ გუნდშიც ახალი ენთუზიაზმი გაჩნდეს და ენერგია გაჩნდეს“, განაცხადა ნუკრი ქანათარიამ და დაამატა:

 

 

„თუ ახლა ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად პრინციპული ღირებულებითი, რა თქმა უნდა, მე მომიწევს დატოვება [გუნდის], ასევე სხვასაც, მაგრამ ის, რომ მე თავიდანვე ულტიმატუმით დავიწყო საუბარი, რომ ამას თუ არ გაიტანთ, მე აქ დამრჩენი არა ვარ, ეს არ მიმაჩნია სწორი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი