კახა კალაძე: ტუსკის განცხადება მკაფიოდ ავლებს წითელ ხაზს რევანშისტულ გადაწყვეტილებებსა და დღევანდელ გონივრულ ნაბიჯებს შორის
22-07-2015, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადება მკაფიოდ ავლებს წითელ ხაზს რევანშისტულ, გაუწონასწორებელ გადაწყვეტილებებსა და დღევანდელ გონივრულ, გათვლილ ნაბიჯებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


"თავისი ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მსვლელობისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა დე-ფაქტო საზღვართან დაკავშირებულ მოვლენებს. ჩვენთვის, ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი გზავნილი 2008 წელს ოკუპაციის შემდგომ გაჩენილ სადემარკაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციების შესახებ. მაღალი შეფასების საფუძველი გახდა ჩვენი განწყობა და პოლიტიკა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.


ჩვენ ვნახეთ რა არის ომი, ვნახეთ დაპირისპირება და სიძულვილი იარაღით ხელში, ჩვენ ვნახეთ დიდი თუ პატარა პროვოკაციები, ვნახეთ, როგორ შეიძლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, რომელიც ღია აგრესიაში გადავიდა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგით, მიუხედავად შეფუთვისა და სათავისოდ გამოყენების მცდელობისა.


ტუსკის დღევანდელი განცხადება მკაფიოდ ავლებს წითელ ხაზს რევანშისტულ, გაუწონასწორებელ გადაწყვეტილებებსა და დღევანდელ გონივრულ, გათვლილ ნაბიჯებს შორის. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ იმ პრობლემაზე, რასაც ჰქვია არაპროგნოზირებადი მეზობელი. ჩვენ მივყვებით ფეხდაფეხ საერთაშორისო თანამეგობრობას იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელსაც აწარმოებენ რუსეთთან მიმართებაში.


ქვეყნის მთავრობა პირველ რიგში ითვალისწინებს დე-ფაქტო საზღვრის საგუშაგოდ მყოფი ჩვენი ძალოვანის და საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები გლეხის, მისი, მავთულხლართის გაღმა დარჩენილი ახლობლის ინტერესს და უსაფრთხოებას, ვითვალისწინებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და საერთაშორისო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც აღარ დაუშვებს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს ქვეყანას; ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების, ახირებებისა და პირადი მოტივების გამო დაიღუპონ ჩვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.


ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ევროპასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, კომუნიკაცია გვაქვს რუსეთთან, ვცდილობთ გონივრული პოლიტიკის გატარებით საჩვენოდ მოვატრიალოთ მოლაპარაკებების და ურთიერთობების შედეგები. დღევანდელმა, ევროპიდან გაჟღერებულმა გზავნილმა კი ამ მიმართულების ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნა და მეტი თმენა და მეტი მოტივაცია შეგვმატა - ვიმუშაოთ ბევრი: დაწყებული ეფექტური ფორმატების გაფართოებით ან ჩანაცვლებით და დასრულებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარებით - ქვეყნის გაერთიანებით", - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი