ნიკა მელია მაია ცქიტიშვილისგან ითხოვს განმარტებას, თუ სად წავიდა 24 მილიონი ევრო, რომელიც 2014 წელს კომპანია „ალტკომს“ გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მშენებლობისთვის გადაურიცხეს, თუმცა „თითი თითზე არ დაკარებულა“ და „არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული“
20-02-2019, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანაში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია გაჩერებული და აღნიშნულთან დაკავშირებით იგი პასუხს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილისაგან მოითხოვს.

 


პარლამენტში მელიამ ცქიტიშვილს სთხოვა განემარტა თუ რა ბედი ეწია 2014 წელს კომპანია „ალტკომისთვის“ გადარიცხულ 24 მილიონ ევროს, რომელიც დეპუტატის თქმით, სამინისტრომ საგზაო-სამშენებლო კომპანიას გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთთან დაკავშირებული სამუშაოების საწარმოებლად გადაურიცხა, თუმცა „კომპანიამ ფული ჯიბეში ჩაიდო, თითი-თითზე არ დაკარებულა“ და ამ ხნის განმავლობაში „არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული“.

 


„ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მინდა კითხვა დაგისვათ. საგზაო-სამშენებლო კომპანია ალტკომს გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ეწარმოებინა 2014 წელს და ვადა ჰქონდა 30 თვე. 2014 წელს, მართალია, მაშინ თქვენ არ ბრძანდებოდით მინისტრი, მაგრამ მთავრობის წევრი ბრძანდებით და პასუხისმგებლობას უნდა იღებდეთ, 24 მილიონი ევრო გადაურიცხეთ და თითი-თითზე არ დაკარებულა. ამ კომპანიამ ჯიბეში ფული ჩაიდო და კაცმა არ იცის, სად არის. არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული დღემდე, 5 წელიწადი გავიდა და არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ საინტერესოა ეს, რომ 24 მილიონი ევრო რომ დაიკარგა, ამაზე პასუხს ვინ აგებს? და მეორე, შარშან დაიწყეთ, როგორც იქნა, იგივე მონაკვეთზე მშენებლობა უკვე ჩინური კომპანიის ფარგლებში, 150 მილიონი ლარი უნდა აეთვისებინათ და მხოლოდ 52 მილიონი ლარი აითვისა. ანუ, ვერ მუშაობთ. ეს არის ნათელი ილუსტრაცია ერთი პროექტის ფარგლებში მხოლოდ. არავის არ უხარია, რომ ეს პროექტები ფლავდება... აი, ამასთან დაკავშირებითაც რომ გესაუბრათ, რა ვერ გააკეთეთ, რატომ ვერ გააკეთეთ, მე ვფიქრობ, უფრო კარგად წარმოგაჩენდათ ეს ყველაფერი თქვენ, როგორც ცალკე აღებულ ერთ მთავრობის წევრს“, უთხრა ნიკა მელიამ მაია ცქიტიშვილს.

 

 

კომენტარები: 1
#1  სიმართლე
      
თავისი გამოცდილებიდან იცის როგორ ტყდება მილიონები ტენდერებით უბრალოდ მიშა ნაც სექტა იმაზე წუხს რომ თითონ ვეღარ ტეხავენ მილიონებს
20 თებერვალი 2019 11:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი