საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მმართველი პარტიის თავმდჯომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ აუდიენციას ადასტურებს, თუმცა, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებაზე, რომელიც პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომისა და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა, საჯაროდ საუბარი არ სურს.
„დახურული შეხვედრების თაობაზე ნუ ვისაუბრებთ, არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც საჭირო იყოს საჯაროდ საუბარი. არ მინდა ამ თემაზე საუბარი", განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის თქმითაც, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან არ ყოფილა მითითება იმის შესახებ, რომ მან უმრავლესობის რიგები დატოვოს.
„არანაირი მითითება ამის არ ყოფილა და არც სურვილი არ არის ამის ხელმძღვანელების მხრიდან. მე ნამდვილად შემიძლია ეს გითხრათ, რომ ასეთი მითითება და ასეთი სურვილი რომ პარტიის თავმჯდომარეს ან ლიდერს ჰქონდეს ასეთი სურვილი, რომ ახლა თქვენ დატოვეთ პარტია, მე ეს არასდროს არ მიგრძვნია....
მე ვერავინ გამრიცხავს. ასეთი საუბარი ჩემთან - გაგრიცხავ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს, არავინ მელაპარაკება მე ამ ტონით და ამ ფორმით", უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ მისი გადაწყვეტილება წასვლის ან დარჩენის შესახებ მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.