ლევან იზორია: „21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა“
20-02-2019, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორში, პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

 

მინისტრის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის მშვიდობიანი:

 

 

„ამ პოლიტიკას ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ. ამ პოლიტიკის ნაწილია, ასევე ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და განსაკუთრებით, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ნატოში ინტეგრაციის გაძლიერება, რაც არის ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის, ანუ რუსული საფრთხეების შეკავების რეალური საფუძველი.“

 

 

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო დინამიკაზე. „ერთ თვეში საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს სწავლება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდებით. საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი და სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ასევე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან გაცხადდა, რომ შემოდგომისთვის საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ელჩებიც ჩამოვლენ“, განაცხადა ლევან იზორიამ, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი