გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ „ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ინსტრუმენტები საქართველოს არ გააჩნია და დამოკიდებულია მეგობრებზე, რათა მოახდინონ გავლენა და ზეწოლა რუსეთზე, რომ მან საკუთარი პოზიციები შეცვალოს.
„ჩვენი პოზიციაა - საქართველოს მეგობრები და პარტნიორები: გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები
უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, გაუმეორონ რუსეთს და როგორღაც გააგებინონ, რომ საჭიროა, პოზიციები შეიცვალოს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ძალიან ტექნიკურ დონეზე ჩამოვიდა.
„ჩვენთვის უცვლელია ჟენევა, რადგან სხვა საერთაშორისო ფორმატი არ გაგვაჩნია, მაგრამ დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ საკუთარი ბერკეტები.
როდესაც ჩვენ გვეკითხებიან: - რას გავაკეთებთ? ჩვენ ვპასუხობთ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ეს არის პატარ-პატარა, ჰუმანიტარული ნაბიჯები, რათა არ გავწყვიტოთ კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობასთან. თუმცა ეს ძალიან რთულია და ვითარებას არ ცვლის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.