ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ვერანაირ საფრთხეს ვერ უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გეგმებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის შექმნის შემთხვევაში „ქარიზმის არმქონე“ ხაზარაძეს მხოლოდ 3%-იანი ბარიერის გადალახვის და 6-კაციანი ფრაქციის ჩამოყალიბების პერსპექტივა აქვს.
როგორც აბაშიძემ „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას განაცხადა, თუკი პროკურატურა დაამტკიცებს, რომ ხაზარაძე ფულს ათეთრებდა, მაშინ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი პოლიტიკური მომავალი.
„ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძე რაღაც მორიგი ბაზალეთის ტბიდან აღმდგარი იყოს აკვნიდან, ვერ ვხედავ პოლიტიკურ წონას. ვერ ვხედავ ვერანაირად მამუკა ხაზარაძეში ამას. შეიძლება შეადგინოს რაღაცა პარტია, „მრეწველობა გადაარჩენს საქათველოს 2“. ამაში შეიძლება იყვნენ მსხვილი ბიზნესმენები, მაგრამ ვერ ვხედავ ხაზარაძეში ქარიზმას, რომ ის ასეთ საფრთხეს უქმნიდეს ივანიშვილს, მის პოლიტიკურ გეგმებს თუ ა.შ. ვერ ვხედავ ვერანაირად. კი, ბატონო 3%-იანიც გვექნება, შეიძლება შევიდეს, რაღაც ფრაქციაც კი შექმნას 6-7 კაციანი, კი, ბატონო, მაგრამ ის, რომ რაღაც წონადი ფიგურა არის მამუკა ხაზარაძე, ჩემთვის ნაკლებად მოსალოდნელია და ვერ ვხედავ ამ თვალსაზრისით, რომ ის არის საფრთხე პოლიტიკური, ივანიშვილისთვის.
სტუდიაში სტუმრად მყოფი თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრების - დავუშვათ ხაზარაძემ რომელიმე ოპოზიციური პარტია დააფინანსა რამდენიმე მილიონით, იქნება თუ არა მაშინ ხაზარაძე პოლიტიკური საფრთხე ივანიშვილისთვის - საპასუხოდ გია აბაშიძემ განაცხადა:
„პროკურატურამ რომ დაამტკიცოს, რომ ის [ხაზარაძე] ათეთრებდა ფულს, ჰიპოტეტურად ვლაპარაკობ. ახლა არის ეჭვმიტანილი, ბოლომდე არ ვიცით, ინფორმაცია ბოლომდე არა გვაქვს. ვთქვათ და დაამტკიცა და დაჯდა ეროვნული ბანკი და მიწერა ასეთი წერილები ლონდონის ბირჟას და ა.შ. ფინანსურ ორგანიზაციებს, მერე რას შვება ეს ოპოზიცია? შეკითხვებია და ამიტომ მე არ მინდა ამით სპეკულირება“.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.