საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა.
სტუდენტები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობით და იმ გზავნილებით დაინტერესდნენ, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისაგან იღებს.
პრეზიდენტმა შეხვედრისას მოკლედ შეაჯამა საფრანგეთსა და გერმანიაში გამართული შეხვედრები და სტუდენტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორები ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გზაზე განხორვიელებულ რეფორმებს დადებითად აფასებენ.
სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ განათლების მიმართულებით ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდით.
შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც მონაწილეობდა, პრეზიდენტმა სტუდენტებს განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას არსებული პერსპექტივები გააცნო.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.