თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას ბანკიდან წასვლის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხაზარაძეს საკუთარი ბანკის დატოვება ბიძინა ივანიშვილმა აიძულა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მამაუკა ხაზარაძე მის დაპატიმრებას არ უნდა გამორიცხავდეს.
„ბიოლოგიურად ვერ იტანს ბიძინა ივანიშვილი ყველა წარმატებულ თუ პოტენციურად წარმატებულ ადამიანს გამომდინარე იქედან, რომ მას უბრალოდ ეშინია ასეთი ადამიანების. წარმოიდგინეთ, აიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა, რომ დაეტოვებინა საკუთარი ბანკი, რომელსაც შეალია მთელი ცხოვრება.... ნოემბრის თვეში გაავრცელებინა განცხადება, სადაც მოუწოდა 7 000 თანამშრომელს, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილსო და სამ თვეში გააგდო საკუთარი სახლიდან. დაპატიმრებასა და ბრალის წარდგენას მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მამუკა ხაზარაძე არ უნდა გამორიცხავდეს. მთავარი ფილოსოფია ბიძინა ივანიშვილის ახლა რა არის? - ივანიშვილი ცდილობს ახლა ხაზარაძეს ჩაარტყას თავში, რომ ხვალ და ზეგ ყველა იყოს დაშინებული“, აცხადებს ნიკა მელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.