ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
აღნიშნული განცხადება კალაძემ მარგველაშვილის მიერ „მოამბეში“ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივანიშვილი მარგველაშვილს ბავშვივით დაატარებდა და ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს.
„ის ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და პირადად, – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის შემდგომ ცვლილება, სამართლიანობის გადადებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.