მე ხმას გაძლევთ, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც მანამდე კანონმდებლებს მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მისი კანონპროექტი წარუდგინა.
ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ წინასწარ იცის საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრის შედეგი.
„მე ხმას მოგცემთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გამოვხატო არაჯანსაღი ვითარებისადმი, რამაც დაბადა აი, ეს დღევანდელი რეალობა. ამიტომ, მე ხმას გაძლევთ, თუმცა, ვიცი შედეგი წინასწარ", განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ეკა ბესელიამ დეპუტატებს გააცნო კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება და მათ აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ბესელიას ინიციატივას მხარს არ უჭერს. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას".
კანონპროექტს მხარი არც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.