„ცვლილება, რომელსაც ახლა წარმოადგენს ეკა ბესელია, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მოვითხოვთ, რომ უვადოდ დანიშვნა საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეების, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს ამისათვის არ არის მზად“, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ დაიწყება სამოქალაქო მოძრაობა იმისათვის, რომ „აიძულონ მურუსიძეები და ჩინჩალაძეები დატოვონ სასამართლო სისტემა“.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ეკა ბესელიამ მოუწოდა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში და არა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განწესების დროებით შეჩერებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.