ეკა ბესელიამ დეპუტატებს მიმართა: თუ არავინ არ გავყარეთ სასამართლო სისტემიდან და არ მოვიქეცით ისე, როგორც სააკაშვილი მოექცა მოსამართლეებს, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თვალი უნდა დაგვეხუჭა ამ პროცესზე, რაც ხდებოდა უვადო დანიშვნების დროს
21-02-2019, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს გააცნო კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება, აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური დებატებია ჩართული, რაც მიხეილ სააკაშვილის პერიოდის სასამართლოშიც კი არ ხდებოდა.

 

 

„ეს უპატივცემლობა პარლამენტის მიმართ იუსტიციის საბჭოს წევრთა მხრიდან, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ის, ვინც თავისი სურვილების დემონსტრირებას ასე ღიად ახდენს და ასეთი ფორმით ელაპრაკება პარლამენტს, განსაკუთრებით, ვისაც ახსოვს როგორი იყო სასამართლო ხელისუფლება ბოლო 20 წლის განმავლობაში და მათ შორის, აქ არიან იურისტები, რომელთაც ახსოვთ, როგორი იყო სასმართლო სააკაშვილის რეჟიმის დროს და იმის წინაც - არასოდეს მე არ მახსოვს მოსამართლე პოლიტიკურ დებატებში ჩართული. არასოდეს არ გვახსოვს ჩვენ მოსამართლეები, რომლებიც არღვევდნენ სამოსამართლეო ეთიკას ღიად, პოლიტიკოსებთან შესულიყვნენ დებატებში და უმრავლესობის შიგნით როგორი პოლიტიკური გადაადგილება ხდება, რა ოთახს ურემონტებენ და რატომ ურემონტებენ ახალ კაბინეტებს, ამას იხილავდნენ პირადპირ ეთერებში. მაგრამ მე არ მომისმენია კომენტარები, რომ ეს მიუღებელია. მაგრამ მე მოვისმინე კომენტარები, რომ იცით, რაა, იქნებ, ამ მოსამართლეების მიმართ ძალიან ფრთხილად ვილაპარაკოთ. კი, ვიზრუნოთ ყველაზე,მაგრამ ვიზრუნოთ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ასეთი მოსამართლეების ხელში ხვდება.... ჩვენ მთელი უმრავლესობა ხალხი მანდატით მოსული ამისთვის მოვედით ხელისუფლებაში, რომ მათი ნერვიულობის ტემპერატურები ვზომოთ?" მიმართა ეკა ბესელიამ კანონმდებლებს და დასძინა: „თუ არავინ არ გავყარეთ თავის დროზე სასამართლო სისტემიდან და არ მოვიქეცით ისე, როგორც სააკაშვილი მოექცა მოსამართლეებს, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თვალი უნდა დაგვეხუჭა ამ პროცესზე, რაც ხდებოდა უვადო დანიშვნების დროს". 

 

 

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას".

 

 

კანონპროექტს მხარი არც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი