ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა დასამტკიცებლად, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც კანონომდებლები მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.
„დავუშვათ და არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენი სტანდარტით, მხარს დაუჭერდით თუ არა ამ კანონპროექტს? მაშინ, როდესაც ბატონი კობახიძე, თქვენი მეგობარი და ლიდერი, საუბრობს, რომ ეს ადამიანები - მურუსიძე-ჩინჩალაძეები მასობრივად ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ წინა წლებში და ჩადიოდნენ მართლა ცუდ რაღაცეებს და დღეს მასობრივად კარგ რაღაცებს ჩადიან. პოლიტიკურად არ გაგიკეთებიათ განცხადება მხარდასაჭერი ამ კანონპროექტის და რომელ სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობთ და რატომ იტყუებით, ბატონო ანრი.... ხვალ და ზეგ ისეთი რამ არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ და წარმოსაძახებელი გაგიხდეთ", მიმართა მელიამ ოხანაშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.