„ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი და ამ ჯგუფს ხელში არ ჩავუგდებთ, აი, როგორ გითხრათ, დღესვე დავტოვებ პარლამენტს", განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.
„ამის გარანტია არ არის. ტესტია დღევანდელი გადაწყვეტილება. ძალიან გთხოვთ, რომ სწორედ შევაფასოთ შექმნილი რეალობა და გადავდგათ ნაბიჯი ჩიხიდან გამოსასვლელად", მიმართა დეპუტატებს ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც ეკა ბესელიასთან, გედევან ფოფხაძესთან, ოთარ ჩრდილელთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან, კობა ნარჩემაშვილთან, ალექსანდრე ერქვანიასთან, დავით ჭიჭინაძესა და ლევან კობერიძესთან ერთად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენია.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ბესელიას ინიციატივას მხარს არ უჭერს. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას".
კანონპროექტს მხარი არც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.