პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის კონსენსუსის შესახებ დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა.
„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით, გადავრჩებოდით თუ არა. აი, გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ იმ პასუხს, რასაც ის მიიღებს და ის როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც", განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ, განაცხადა:
„ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.