ნატო ჩხეიძე ირაკლი კობახიძეზე საუბრობს: მისი წასვლა თუ ბრძოლის ველიდან გაქცევაა, მაშინ მივესალმები, მაგრამ თუ ეს არის პასუხისმგებლობის არიდება, მაშინ უნდა მობრძანდეს
21-02-2019, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის სხდომა, შესვენების შემდეგ, ცოტა ხნის წინ განახლდა. სხდომას, რომელსაც ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური თავმჯდომარეობს, არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

 

დეპუტატების ნაწილი სხდომაზე კობახიძის არყოფნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირი დაესწროს ისეთი „მნიშვნელოვანი" კანონპროექტის განხილვას, როგორიცაა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.

 

 

„პარლამენტში დეპუტატებმა - ყველამ და საზოგადოებამ, რომელიც უსმენს დღეს ძალიან ყურადღებით ჩვენს სხდომას, ყველამ მშვენივრად იცის, რომ დღევანდელი კანონპროექტის განხილვა, ეს არ არის ჩვეულებრივი კანონპროექტი - რიგითი კანონპროექტი და თუ გნებავთ, მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა. ამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილე პირები - ყველა და თითქმის ყველა საუბრობს წითელ ხაზებზე. ამ წითელის ხაზის ერთ მხარეს არის ქ-ნი ეკა ბესელია და მეორე მხარეს ბრძანდება ბ-ნი ირაკლი კობახიძე. ასე რომ, ამ კანონპროექტის განხილვას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს. მისი წასვლა თუ ბრძოლის ველიდან გაქცევაა, მაშინ მივესალმები ასეთ წასვლას, მაგრამ თუ ეს არის პასუხისმგებლობის არიდება, მაშინ რაღა თქმა უნდა, უნდა მობრძანდეს, უნდა დაესწროს", მიმართა კანონმდებლებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ.

 

 

დეპუტატების ერთი ნაწილი სხდომის დროებით, ირაკლი კობახიძის სხდომათა დარბაზში დაბრუნებამდე, ხოლო ნაწილი საერთოდ გადადების მომხრეა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი