ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა
21-02-2019, 19:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა. სამხედრო ბაზაზე გამგზავრებამდე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ბავშვებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებს ლექცია საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ წაუკითხა.

 


სამხედრო ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში კი, სკოლის მოსწავლეებმა ბრიგადის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს და ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სიმულაციური ცენტრი აღმოჩნდა.

 


„ერთი დღე ჯარში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტია და მისი მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდებაა. პროექტში ჩართული აუდიტორია ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებაც იღებს ინფორმაციას.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი