„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია მმართველ გუნდს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც მან ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უმრავლესობის ნაწილი, გადაწყვეტილების გამო, რომ არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
„ყველა ძალაუფლების ბერკეტი ეჭირა ჩვენს ხელისუფლებას ვითომ ხელში, ყველა და იყო განცდა, რომ ესეც გამივა, ისიც გამივა - არც არაფერი არ გაუვიდა მაშინ, როდესაც ხალხის წინააღმდეგ წავიდა. სასამართლოს კონტროლიც იყო, მედიის და ყველაფრის. ჩვეულებრივად გაისტუმრა ჩვენი ხელისუფლება სახლში ხალხმა მაშინ, როდესაც აღმართა კედელი პროტესტის. ზუსტად ასეთი კედელი პროტესტის აღიმართება ახლა თქვენს წინააღმდეგ და მე თქვენზე, თქვენს ძალაუფლებაზე კი არ ვნერვიულობ, ზუსტად ვხედავ იმ პოლიტიკურ ფასს, რომელსაც გადაიხდით ამ უმსგავსობაში - როგორც მიდის პროცესი და რისი გაკეთებაც გინდათ. მაგრამ მე არ მინდა, რომ კიდევ წლები დაუჯდეს ჩემს ქვეყანას, როგორც დაუჯდა ყველა ჩვენი წინამორბედის - გამსახურდიადან დაწყებული შეცდომები წლები უჯდება, ადამიანის სიცოცხლე უჯდება, ჯანმრთელობა უჯდება, უპერსპექტივობა უჯდება. ეს აღარ მინდა რომ მოხდეს", მიმართა ელენე ხოშტარიამ დეპუტატებს და მანვე მოუწოდა უმრავლესობის წევრებს, რომ გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარი სინდისიდან და არა ბიძინა ივანიშვილიდან გამომდინარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.