პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ განწესება“ და „თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.
„მე მინდა შემოგთვაზოთ ერთი გზა და აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც მე ეს საკითხი არ განმიხილავს და ახლა მე უმრავლესობის დროით გამოვდივარ და პირდაპირ ამ ტრიბუნიდან უნდა ვთქვა ჩემი მოსაზრება და მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი გზა. თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, მე ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები ჩვენს მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას. ეს არის გამორიცხული. ისინი ყველა მოსამართლეს ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერით და ხმებით“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც უსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
„უმრავლესობა თუ ამ გზას აირჩევს, პროცესებს სწორი გზით წაიყვანს და ერთიანობას შეინარჩუნებს“, აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.