პარლამენტმა ეკა ბესელიას ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს, კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა. 45 მომხრე - 17 წინააღმდეგი - ასე დაფიქსირდა ხმები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ჩატარებულ კენჭისყრაზე.
საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის კი, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს მთელი დღის განამვლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და დებატები.
ოპოზიციამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ ბესელიას კანონპროექტისადმი მხარდაჭერა იმთავითვე გამოხატეს. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებისადმი მხარდაჭერა ბესელიას უახლოესი თანამოაზრეების გარდა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ერთმა ნაწილმაც დააფიქსირა, მათ შორის ნუკრი ქანთარიამ, ზაზა პაპუაშვილმა და სხვებმა.
დღის ბოლოს კი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური კრიზისის შექმნაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ „უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ განწესება“ და „თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.