თბილისის საქალაქო სასამართლო: გირაოს პირობების დარღვევის გამო ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა
22-02-2019, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

 


„სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო - 5000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების და კანონის დარღვევის გამო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

 


2019 წლის 19 თებერვალს, ზვიად კუპრავას მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სასამართლოს ეზოში ცენტრალურ შესასვლელთან ირაკლი ზაქარეიშვილის (ადვოკატი) ცემის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბრალდებულის მიერ დაირღვა მის მიმართ შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით“, აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი