საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს - ეს ბრალდება არის პანღური და ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ეს ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის დაკმაყოფილების შემდეგ.
„მოსამართლე ელენე გოგუაძემ კიდევ ერთხელ განუცხადა საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში არ არის სასამართლო და ეს სასამართლო არის სუს-ის ნოტარიუსთა პალატა. სხვა სახელს ვერ დავარქმევთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ მიიღო და შესაბამისად, ზვიად კუპრავა დღეიდან არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. მართლაც სასაცილო იქნებოდა ის ბრალდება, რის გამოც გადაწყდა, რომ ზვიად კუპრავა დააკავონ, საქმე რომ არ გვქონდეს ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთასთან. ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომელსაც ის ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში საქართველოში და იმ პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას.
მე შევახსენებ საქართვლოს ხელისუფლებას და ვაფრთხილებ, რომ თითოეული ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც იქნება დაკავებული და რომელიც იქნება პოლიტიკური პატიმარი, მხოლოდ და მხოლოდ აახლოვებს „ქართული ოცნების“ დასასრულს. უკვე 4 საათია გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თითქოს მიმდინარეობს ზვიად კუპრავას ადგილსამყოფელის დადგენა. სასაცილოა, რადგან ამ საათების განმავლობაში ჩვენ ყველა და მათ შორის ზვიადიც იმყოფება ჭავჭავაძის 29 ნომერში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და არც აპირებს აქედან სადმე გასვლას ან მიმალვას.
„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მე შევახსენებ, რომ თითოეული ჩვენგანის დაკავება მას დაუჯდება ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი და საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს - ეს ბრალდება არის პანღური და ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ეს ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.