ლევან იზორია სომხეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
22-02-2019, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზე და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

 


„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უპირობობას. ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში, მოწოდებული ვართ ორმხრივი და მათ შორის, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

 


სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას დავით ტონოიანს შეხვდა და უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი