პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
კილაძემ, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ ბოდიშის მოხდის მოთხოვნასთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, თქვა, რომ ბოდიში თავად ბესელიამ უნდა მოიხადოს.
„მე რაც დავინახე გუშინ, მე შევხედე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იყო თავდასხმის ობიექტი. ცოტა უხერხული არის ქალბატონი ბესელიასგან, მორალურ და მაღალ ღირებულებებზე როდესაც საუბრობს", უთხრა კილაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.