დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
22-02-2019, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

 


თბილისის მერიის ცნობით, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ბ კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებში, ასევე, აგლაძის ქუჩის N34-ში შენობის ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება.

 


შენობის ავარიული სახურავების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ქუთაისის ქუჩის N27-ში, ფიფიების ქუჩის N8 ბ-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსში.

 

 

გარდა ამისა, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსში ხორციელდება, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და გორის ქუჩის N23-ში სადარბაზოების კარების შეკეთება მიმდინარეობს.

 


აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 219 734 ლარს შეადგენს.

 


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი