საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს
22-02-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს და ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.

 

 

„არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ვაჟკაცობის, თავდადების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითს წარმოადგენდა. მისი წამება და სიკვდილი არის დემონსტრირება, ხმამაღალი შეძახილი მსოფლიოს გასაგონად, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში და სიმბოლო იმისა, თუ რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის და ოჯახის ტრაგედია, ეს ტრაგედია თავისი შინაარსით და ემოციითაც მთელი საქართველოს ტრაგედიაა და უფრო მეტიც, იგი მთელი მსოფლიოსთვის დამაფიქრებელი ფაქტია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

 

 

„ის ყოველდღიურობა, რაშიც ჩვენ გვიწევს ყოფნა არის უმძიმესი, მაგრამ ყველსათვის ნათელია ის, რომ უკვალოდ არაფერი ჩაივლის. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, ერთიანი და ზუსტად ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე იქნება ჩვენი ნათელი მომავალი. ჩვენ გვაქვს პატივი მიუსამძიმროთ ჩვენს თავსაც, ქვეყანასაც და მის ოჯახსაც“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

 

 

არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა. ქართველი გმირი ცხინვალის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი