სოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის
22-07-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის და აცხადებს, რომ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე უნდა ვესაუბროთ.


"საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ პროცესი არ გაგრძელდეს. არსებობს ამ პრობლემების შეჩერების ორად ორი გზა, პირველი ომი და მეორე – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. ომით რა მივიღეთ, ვნახეთ და ვიცით. ჩვენი პატრონი არავინ არ არის - არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ყველა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება, გამონახეთ საერთო ენა რუსეთთანო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, რაღაცა ძალა უშლის ამ მოლაპარაკებას. იგივეს გვეუბნებიან რუსები – გამონახეთ საერთო ენა ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია. არაფერი იცვლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, "გვაბოლებენ". ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი