მამუკა ბახტაძე: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა - ქართული სახელმწიფო სწორედ მისნაირ გმირებზე დგას
22-02-2019, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა; ქართული სახელმწიფო სწორედ მისნაირ გმირებზე დგას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

 

 

„დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. ერთი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა. სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს. ჩვენ სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შევქმენით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" და ამ სიაში შეყვანილ ბრალდებულ პირებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს სია და ვფიქრობ, 2019 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ყველა მექანიზმს ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო აუცილებლად დააყენებს მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები გამოვრიცხოთ. ეს იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ქართული სახელმწიფო დგას არჩილისნაირ გმირებზე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

პრემიერ მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის მშობლებს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაური მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი