წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება
22-02-2019, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ არსებობს, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია.

 

 

ვაკის გამგებლის განცხადებით, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაფერი აშენდება და მშენებლობის ნებართვა არც ერთი ტყე-პარკის, სკვერის თუ სპორტული მოედნების ადგილას არ გაიცემა.

 

 

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ბანერი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ გარკვეულიყო სიტუაცია, მართლაც იგეგმებოდა თუ არა აქ რაიმე სახის მშენებლობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის არანაირი ნებართვა არ აქვს გაცემული. მერს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ სკვერების ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს არის გასხვისებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც კერძო მესაკუთრის და არც მოსახლეობის ინტერესი არ დაირღვეს“, განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

 

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული საკალათბურთო მოედანი 2006 წელს გასხვისდა, 2015 წლიდან კი ამჟამინდელი მესაკუთრის მფლობელობაშია.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი