თერჯოლის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები 18 ადმინისტრაციული ერთეულის 45 სოფელში ჩატარდა
22-02-2019, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 18 ადმინისტრაციული ერთეულის 45 სოფელში ჩატარდა.

 


„45 სოფელში ჩატარებული კრებების შემდეგ გამოვლენილია 110 გამარჯვებული პროექტი, რომელთა განხორციელება საკრებულოში წარდგენისა და დამტკიცების შემდეგ დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტეს, ამ ეტაპზე რომელი პროექტის განხორციელება მოუტანს სოფელს სარგებელს. მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომლის ფარგლებშიც, თერჯოლის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ ამ ეტაპზე 345 ათასი ლარი დაიხარჯება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ.

 


გამარჯვებული პროექტების განხორციელების დეტალებზე იმსჯელეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი