გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს მიმართავს: ქალბატონო სალომე, თქვენ არ იცით, ვინ იყო სტალინი და არც მისი ქართველობა იცით, რამე მაინც წაიკითხეთ
22-02-2019, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა. მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს უვიცი პრეზიდენტი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმ ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტიც არის“.

 

 

„ქალბატონო სალომე, როგორ იქცევით? რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ? მე მრცხვენია და თქვენ არა?! იძახით, სტალინს ქართული ფესვები არ აქვსო. ქიზიყს ყიზირს ეძახით, მართლმადიდებლობას - მართლმადიანობას. ქალბატონო სალომე, არსებობს კრიტერიუმები, რაც აუცილებელია, დაიცვათ. სტალინის არც მეხოტბე ვყოფილვარ და არც აპოლოგეტი, მაგრამ მის ეთნიკურობაზე საუბარი, მინიმუმ, უხერხულია. არ იცით, ვინ იყო სოსო ჯუღაშვილი, არც მისი ქართველობა იცით, არც მისი ბავშვობა, არც - ქართული ხასიათი. გრიგოლ რობაქიძე მაინც წაიკითხეთ, რას წერდა სტალინის შესახებ, ან ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწერილი სტალინის წარმომავლობაზე. ჯუღა ძველ ქართულად ნიშნავს ფოლადს, გვარი მან „ხოშზე" კი არ დაირქვა, არამედ გადათარგმნა. მარტო საკუთარ თავზე ნუ ზრუნავთ, რამე მაინც წაიკითხეთ ამ ქვეყნის შესახებ", მიმართავს გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილს, როგორც ამას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 2
#2  marso
      
ციტატა: დიანა
ტყუილად არ შეგარქვეს გულ ბოზი!
ფუი შე არაკაცო!

პასუხი გაეცით, პასუხი - რაში ცდება... თქვენი პასუხით კი, მხოლოდ იმას აჩვენებთ, რომ - არაფერი გაქვთ სიმართლესთან საპასუხო...
11 აპრილი 2019 13:34
#1   დიანა
      
ტყუილად არ შეგარქვეს გულ ბოზი!
ფუი შე არაკაცო!
30 მარტი 2019 15:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი