„ნუ მოვტყუვდებით: სანამ შუშის კოლბაში რუსული ოკუპაციის მუზეუმი არ გადავა, ფორმალურად რომელ პარტიებზე გადანაწილდებიან მკვლელები და მკვლელების უანგარო თუ ანგარებიანი მფარველები, არაფერს ცვლის“ - ზაზა ბიბილაშვილი
22-02-2019, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც „კონსტიტუცია უკვე გაუპატიურებულია“, „ისედაც აღარ სჭირდებათ რუსებს ფორმალური საკონსტიტუციო უმრავლესობა“.

 


„კონსტიტუცია უკვე გაუპატიურებულია და მორგებულია ივანიშვილის ოჯახზე - ანუ ამისთვის ისედაც აღარ სჭირდებათ რუსებს ფორმალური საკონსტიტუციო უმრავლესობა. პუტინმა რომ დარეკოს, გრუ-ს ოფიცერი მყავს ციხიდან გამოსაშვები პოლიტპატიმრის სტატუსითო, რუსეთის პატრიარქმა უწყის, რომელი მიასწრებს პულტზე თითის დასაჭერად - ბესელია, ჩუგოშვილი, ინაშვილი თუ ნაცვლიშვილი. ხოდა, ნუ მოვტყუვდებით: სანამ შუშის კოლბაში რუსული ოკუპაციის მუზეუმი არ გადავა, ხოლო თავად კოლბა მუზეუმის ბოლო ექსპონატად არ გამოცხადდება, ფორმალურად რომელ პარტიებზე გადანაწილდებიან მკვლელები და მკვლელების უანგარო თუ ანგარებიანი მფარველები, არაფერს ცვლის“, წერს ბიბილაშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი