უმრავლესობიდან და მმართველი პარტიიდან წამოსვლა არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელია ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
იგი პარალელს ავლებს წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის და „ერთნაირ დასასრულს“ ხედავს.
„ხელისუფლების ცვლილება იწყება ხელისუფლების რღვევით, შიდა დაპირისპირებით. ასე მოხდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში და იგივე ხდება ახლაც. „ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, მოუსმინოს ხალხს და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა ითხოვს სამართლიან სასამართლოს, ,,ოცნება" მაინც ჩინჩალაძეს და მურუსიძეს გვთავაზობს, როდესაც სრულიად ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება ისევ მაჟორიტარულ სისტემას გვთავაზობს“, აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
ახვლედიანი ეკა ბესელიას მართველი პარტიიდან და უმრავლესობიდან წამოსვლას ეჭვით უყურებს და ამბობს, რომ ეს არ არის გამიჯვნა ბიძინა ივანიშვილისგან.
„ეკა ბესელია აცხადებს, ცუდს ვერაფერს მათქმევინებთ ბიძინა ივანიშვილზეო. თუ მას ჰგონია, რომ ქვეყნის პრობლემა მხოლოდ კობახიძე-მდინარაძეა, ძალიან ცდება. ეკა ბესელიას უნდა ეთქვა, რომ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს", აცხადებს გიორგი ახვლედიანი, როგორც ამას „დემოკრატიული მოძრაობა“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.