ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იწყებს დაშლას და „მანდრაჟის“ ქვეშ მოქმედი ივანიშვილი სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს
22-02-2019, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იწყებს დაშლას და საკონსიტუციო უმრავლესობასთან ერთად, ძალიან მალე ხელისუფლებასაც დაკარგავს, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი „შეშინებული და ნირწამხდარია“ და „მხოლოდ ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნებაზე, უშვებს სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას და მისი ავტორიტეტი დღითი დღე იფლითება და იფლითება“.

 


აღნიშნულის შესახებ მან „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

 


„სულ არ არის ბიძინა ივანიშვილი ძლევამოსილი. უბრალოდ ამ ადამიანს ბერკეტები აქვს სახელისუფლებო, მიტაცებული და ‘მანდრაჟის’ ქვეშ მოქმედებს დიახაც. ბოდიში, მაგრამ არაფერი ცუდი სიტყვა არ არის - შეშინებული, ნირწამხდარი, მხოლოდ ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნებაზე, უშვებს სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას და მისი ავტორიტეტი დღითი დღე იფლითება და იფლითება, იმდენად რამდენადაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის რიგებშიც კი ვერ ახერხებს, რომ შეარიგოს, მოარიგოს თუ როგორც გენებოთ, საკუთარი გუნდის წევრები. „ქართული ოცნება“ იწყებს დაშლას, არც მეტი და არც ნაკლები, არა მხოლოდ დაკარგავს იგი კონსტიტუციურ უმრავლესობას, არამედ დაკარგავს ძალიან მალე ხელისუფლებას მთლიანად და რატომ, ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნა. დააკვირდით რითი არიან დაკავებულნი უკანასკნელი წლების განმავლობაში - მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთ საქმის გარჩევებით და აღარც მალავენ, რომ სავარძლებზე არიან ჩაბღაუჭებულები და თითქოს აღარ არსებობს ხალხი, როგორც ასეთი. აღარ ახსენებენ არც სამუშაო ადგილებს, არც პენსიებს, არც იმას, რომ ყოველი მე-6 ადამიანი ამ ქვეყანაში ვალით იკვებება და ყოველი მესამე პენსიონერი“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი