პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
22-07-2015, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი დააკავეს.


აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:


"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოსძალეს 9000 აშშ დოლარი.


გამოძებით ასევე დგინდება, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე საზოგადოებაში ხშირად იყენებდა  საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების სახელს, თითქოსდა მათთან იმყოფებოდა ახლო მეგობრულ ურთიერთობაში, მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად თავის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონით მათი თანდასწრებით აკეთებდა ინსცენირებას თითქოსდა საუბრობდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების მაღალ თანამდეობის პირებთან, მათი სახელით პირდებოდა მოქალაქეებს სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას და ვითომდა დახმარების მიზნით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად სძალავდა დიდი ოდენობით ფულად თანხებს.


დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.


საქმეზე გრძელდება გამოძიება ირაკლი კვინტრაძისა და ირაკლი თედიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითური ფაქტების გამოვლენისა და დადგენის მიზნით.


მივმართავთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარ პროკურატურას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი