ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის დეპუტატების ხანგრძლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“
22-02-2019, 21:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის იმ დეპუტატთა 4-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელთაც 21 თებერვალს ეკა ბესელიას პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე არავის გარიცხვის საკითხი არ განხილულა და „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“.

 


მისი თქმით, ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, სიახლეებსა და ინიციატივებზე და „ძალიან მწვავე პრობლემებზე“ ისაუბრეს, თუმცა ქანთარიამ სხვა დეტალები არ გაამჟღავნა.

 


„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის, ჩვენი და იყო ძალიან საქმიანი, გულწრფელი და ძალიან ბევრ პრობლემაზე მოხდა პირუთვნელი საუბარი. არავინ არავის არ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე ინფორმაციაც გავიგეთ, გვქონდა საუბარი და საერთოდ პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს“, განაცხადა ნუკრი ქანთარიამ მედიის წარმომადგენლებთან კომენტირებისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი