თერჯოლის მერიაში 2016-2017 სასწავლო წლების მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ და თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან შეყრილაძემ საჯარო და კერძო სკოლების 25 მედალოსანს, მათ შორის 18 ოქროსა და 7 ვერცხლის, რომელთა უმეტესობა დღეს უკვე წარმატებული სტუდენტია, მედლებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ჩხარის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს ქრისტინე ჩიტიძეს, რომელიც წელს თერჯოლის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა და „ეტალონის“ შუალედურ ტურშიც გამარჯვება მოიპოვა, წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქართან ერთად ფულადი პრიზიც გადასცა.
„ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპია - ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმართ.
ის, რომ ამდენი მედალოსანი გვყავს, რითიც მე დღეს ძალიან ამაყი ვარ, თქვენი პედაგოგებისა და მშობლების დამსახურებაცაა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ახალგაზრდობის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც მიმდინარე წელს აქტიურ მუშაობას განვახორციელებთ, რაც გამოიხატება ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში, ახალგაზრდობის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაში“, აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ, როგორც ამას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.