სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ 2016 და 2017 წელს ფოთის მერის მოადგილეებზე დანამატები კანონდარღვევით გაიცა და 13 700 ლარი ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს
23-02-2019, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯების შემოწმებისას დაასკვნა, რომ ფოთის მერის მოადგილეებზე (ფოტოზე: ფოთის მერი 2014-2017 წლებში ირაკლი კაკულია) დანამატები კანონდარღვევით გაიცა და აღნიშნული თანხა, ჯამში - 13 700 ლარი - ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს.

 


აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 და 2017 წელს ფოთის მერის მოვალეობას მისი მოადგილეები ასრულებდნენ და მათზე ამისათვის სახელფასო დანამატები გაიცა, თუმცა, უწყების შეფასებით, სახელფასო დანამატის გაცემის აღნიშნული წესი არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მერიის-გამგებლის მოადგილესა და გამგეობის-მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე.

 


აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოავლინოს დანამატის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და მერიამ ასევე, უნდა უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხების ბიუჯეტში დაბრუნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი