"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი რესურსი და გამბედაობა არ გააჩნია და არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლება ამ კუთხით მის რესურსებს არ იყენებს. ბურჯანაძის თქმით, მისი მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი კი თუნდაც ისაა, რომ "პირდაპირ იქნა დავალებები გაცემული, რომ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმი განუზომლად გაფართოვდეს", - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ყველა ჩემი ვიზიტის შემდეგ რუსეთთთან მიღწეული იქნა ძალიან სერიოზული წარმატება, ძალიან სერიოზული გარღვევა. დაწყებული იმით, რომ პირველად განაცხადა რუსულმა მხარემ ჩემი პირველი ვიზიტის დროს, რომ არ არის არც ერთი დახურული თემა, მათ შორის აფხაზეთისა და ოსეთის თემა, რუსულ-ქართული ურთიერთობებში და ყველა თემაზე მზად ვართ სასაუბროდო. ოღონდ არც ერთხელ ეს წარმატება საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუყენებია. ისევე, როგორც არ გამოუყენებია შესაძლებლობა ილორის წმინდა გიორგის ტაძრის გადარჩენისა, ისევე როგორც არ გამოუყენებია შესაძლებლობა დაწყებულიყო ქვეყნებს შორის დიალოგი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დიდი გულისტკივილით სურს განაცხადოს, რომ მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგაც შეეხმიანა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს რათა გადაეცა ის ინფორმაცია, ის თანხმობა, მზაობა, რომელიც რუსულ მხარესთან დაინახა, თუმცა დღემდე ხელისუფლების არც ერთი შტოდან არ გამოხმაურებიან და დაინტერესება არ გამოუხატავთ.
"აღნიშნული მეტყველებს, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს, ვიღაცის ან რაღაცის შიშით რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე წასვლას, ან ხელისუფლების არაწევრის მიერ გაკეთებული საქმე არ უნდა", - დასძინა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა დაედასტურებინა მის მიერ მიღწეული შეთანხმება.
"ჩემთან შეხვედრის დროს პირდაპირ იქნა დავალებები გაცემული, რომ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმი განუზომლად გაფართოვდეს და ამას მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს, რადგან მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია. ასევე გაფართოვდეს პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც რუსულ ბაზარზე გავა. ამასაც ჩვენი წარმომადგენლები მალე იგრძნობენ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და საზღვრის გადმოწევის პროცესის შესაჩერებლად ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდა.
"თუ ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და არ დაიწყებს დიალოგს რუსეთთან, აუცილებლად გაგრძელდება საზღვრის გადმოწევის პროცესი. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრჯერ აღვშფოთდებით და ძალიან ბევრჯერ შეშფოთდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოყვება, თუ არ იქნება პირდაპირი დიალოგი. აღშფოთება-შეშფოთების სერიალი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს," - განაცხადა ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.