ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრობს: კარგად იცის ივანიშვილმა - კილაძეები, მდინარაძეები, ზარდიაშვილები არაფრით არ შეიძლება ყოფილიყვნენ საპირწონე ლევან გოგიჩაიშვილის ან რომელიმე ჩვენგანის - ისინი არიან შემსრულებლები დავალებების
23-02-2019, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრობს და ამბობს, რომ კილაძეები, მდინარაძეები, ზარდიაშვილები და ა.შ. უბრალოდ დავალებების შემსრულებლები არიან.

 


შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს მათთან დაპირისპირებული დეპუტატები ამჯობინა თუ მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც მის საკანონმდებლო ინიციატივის არ ეთანხმებოდა, ბესელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის აღნიშნული წევრები არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ საპირწონე „რომელიმე ჩვენგანის".

 

 

„ნუ მივანიჭებთ მათ იმაზე მეტ მნნიშვნელობას, ვისაც არ აქვს რეალურად ასეთი სტატუსი - კილაძეები, მდინარაძეები, ზარდიაშვილები არაფრით არ შეიძლება ყოფილიყვნენ საპირწონე ლევან გოგიჩაიშვილის ან რომელიმე ჩვენთაგანის, ძალიან კარგად იცის ეს ბიძინა ივანიშვილმა და არ სჭირდება მას ამის ახსნა. ისნი არიან უბრალოდ შემსრულებლები იმ დავალებების, რასაც იღებენ. აქ მთავარი სხვა რამეა - ფუნდამენტური საკითხებია მთავარი განმასხვავებელი. სასამართლო კორპუსი - მოსამართლეები არიან მსხვერპლნი თუ არიან მოძალადეები. ეს ფუნდამენტური საკითხია იმიტომ, რომ როგორც აფასებ იმ წარსულს, აქედან გამომდინარე დგამ მერე ნაბიჯებს", განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ. პირველის"  გადაცემაში „პირველები" სტუმრობისას.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ეკა ბესელიამ გუშინ, 22 თებერვალს განაცხადა. დეპუტატის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კი, საკანონომდებლო ორგანომ ჩააგდო მისივე კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას ეხებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი