საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა და აზრთა გაცვლა გაგრძელდა.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია - გამართული დისკუსიის შეჯამებისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ყველა გამოთქმულ მოსაზრებაზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, გამოთქმულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე იმსჯელებს უმრავლესობა, რის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
აღნიშნული შეხვედრა არასამათავრობოთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.