მამუკა მდინარაძე: ეს იყო პოლიტიკური შეცდომა - ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ გუნდი დატოვა
23-02-2019, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეპუტატების მიერ მმართველი გუნდის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტი სამწუხაროა, თუმცა, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა.

 

 

„ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოცემულობასთან საქმე, ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდი წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია, მათი გადასაწყვეტია, მე პირადად მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს არ უნდა მივცეთ ხმა, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს და ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა", განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 1
#1   ამბაკო ვაჭარაძე
      
მოძალადე ცხრაწლიანი რაჟიმი საქართველოს ისტორიის შავი ლაქა არის, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით დარჩენილი ქოცუმრავლესობა სირცხვილკაზმული უმომავლო შემთხვევითობად იქეცით მამუკა მდიბარაძის, მომქმედი სპიკერის და უმრავლესობაში დარჩენილი მორჩილი ეწ დეპუტატების სახით. დიახ, თქვენ გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი, საზოგადოებისაგან გამიჯნულები აღმოჩნდით. ახლა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბესელია, ინაშვილი, დავითაშვილი და კიდევ რამოდენიმე თვალსაჩინო პოლიტიკოსი არიან თქვენი ეწ. უმრაავლესობის საპირწონე. ანუ უმრავლესობაში პოლიტიკოსი აღარ შეგრჩათ სამწუხაროდ
24 თებერვალი 2019 08:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი