სულ მცირე 70 ადამიანია გარდაცვლილი და 200-ზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობს, არალეგალურად დამზადებული ტოქსიკური ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
მსხვერპლთა შორის რამდენიმე ქალია, რომელიც ასამის შტატის ჩაის პლანტაციაში მუშაობდა.
ყველა დაღუპული გოლაგჰატის და ჯორჰატის რაიონების ჩაის პლანტაციებში მუშაობდა.
გოლაგჰატის რაიონის პოლიციის წარმომადგენელმა BBC-ის უთხრა, რომ 58 ადამიანი არალეგალური ალკოჰოლის მიღების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ჯორჰატის რაიონში 12 სხვა მომწამვლელი ლიქიორის მირთმევის შემდეგ.
ადგილობროვი მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.
ადამიანებმა საავადმყოფოებს ძლიერი ღებინებით, მკერდის მწვავე ტკივილებით და სუნთქვის უკმარისობით მიაკითხეს.

ჩაის პლანტაციაში მომუშავე ერთ-ერთი მუშა ყვება: „მე ნახევარი ლიტრი ღვინო ვიყიდე და ჭამამდე დავლიე. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თავის მწვავე ტკივილები დამეწყო.
თავის ტკივილი ისე გაძლიერდა, რომ ვერც ვჭამე და ვერც დავიძინე“.
იგი დილამდე ბორგავდა და შემდეგ მკერდის ტკივილი დაეწყო. ამის შემდეგ მამაკაცი თავისმა მეუღლემ ჩაის პლანტაციის საავადმყოფოში წაიყვანა, საიდანაც ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიკვდილიანობა არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლისაგან, რომელიც გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდირებული სპირტიანი სასმელები, ინდოეთში ჩვეულებრივი ამბავია.
2 კვირის წინ ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში - უტარ პრადეშსა და უტარახანდში მოწამლულმა სპირტიანმა სასმელმა დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მუშების გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.