„ხაზარაძე რომ გვაბრუებს 500 დოლარით დავიწყე ბიზნესიო, 500 დოლარი საწესდებო ფონდი იყო - მაშინ, იმ სიყრუეში, ბანკის დაფუძნებას 500 დოლარის საწესდებო ფონდი სჭირდებოდა მხოლოდ... ხაზარაძეს კი თავიდანვე ჰქონდა საკმაო კაპიტალი“ - ზაზა წიქორიძე
24-02-2019, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომისტი და ფინანსისტი ზაზა წიქორიძე, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ ბანკში, მათ შორის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ მხოლოდ 500 დოლარით დაიწყო „თიბისი ბანკის“ ბიზნესი და ასე, სხვების დახმარების გარეშე მიაღწია წარმატებას.

 


როგორც წიქორიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბანკის დაფუძნებისათვის მხოლოდ 500 დოლარის საწესდებო ფონდი იყო საჭირო, ხოლო „ახლა კი უკვე 40 მილიონი უნდა გქონდეს, რომ ბანკი დაარსო“. ხაზარაძეს კი, ზაზა წიქორიძის თქმით, 500 დოლარის გარდა საკმაოდ დიდი ოდენობის ფული გააჩნდა და ბანკის დაფუძნების შემდეგაც უცხოური საფინანსო ორგანიზაციები მას და „საქართველოს ბანკს“, რომლის პრეზიდენტიც ედუარდ შევარდნაძის უახლოესი ნათესავი იყო, „უცხოური საფინანსო ინსტიტუტები ყოველწლიურად ათეულობით მილიონ დოლარს უყოფდნენ და ამ თანხებით ბაზარი დაიპყრეს. სხვები კი მართლაც დამოუკიდებლად თავისით ხლაფორთობდნენ და ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ისევ ერთ ადგილზე ფაფხურობენ“.

 


ზაზა წიქორიძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პროექტია და ამჟამად მისგან „წამებული გმირის“ შექმნის მცდელობა შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს.

 


„მე ამ კაცში ეჭვი რატომ მეპარება იცით? მე საქართველოს ბანკში ვმუშაობდი, მაშინ როცა „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ფეხს იდგამდნენ. „საქართველოს ბანკის“ პრეზიდენტი იყო პატეიშვილი, რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის მამიდაშვილი და ყველანაირად ხელს უწყობდნენ საქართველოს ბანკს. უცხოური საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ბანკს და თიბისის მუდამ უყოფდა თანხას და დიდი რაოდენობით აძლევდა საბრუნავ ფულს, რის ხარჯზეც გაიზარდნენ ეს ბანკები, თან თანაბრად ეხმარებოდნენ, სხვა ბანკებს არ აძლევდნენ ფულებს. სწორედ უცხოური საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით გამდირდნენ ეგენი. საქართველოს ბანკს რატომ ეხამრებოდნენ ნათელი იყო. ედიკა კრიშავდა და ეხმარებოდა, მარა ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ ეხამრებოდნენ ხაზარაძეს... სულ ტყუილია რასაც ეგ ამბობს, რომ თვითონ მიაღწია რამეს. ეგეც ედიკას დროინდელი პროექტია. მამამისი კი, თუ არ მეშლება, რუსთავის ქალაქკომის თავმჯდომარე იყო კომუნისტების დროს.

 


თქვენ ნუ გგონიათ რომ მართლა დაიწყებთ 500 დოლარის გასესხებით და დიდი ბანკი გახდებით. ბანკს უპირველეს ყვლისა სჭირდება რომ ფინანასური რესურსი ჰქონდეს, რომელიც მაშინაც და ახლაც ძნელი საშოვნელია. თუ თქვენ ვინმე ფულით მოგამარაგებთ, დამიჯერეთ, როგორც სხვადასხვა ბანკებში მრავალწლის ნამუშევარ ადამიანს, თქვენც გამდიდრდებით და დიდ ბანკებს შექმნით.

 


სწორედ ამიტომ მეპარება ეჭვი, რომ არ არის გამორიცხული, მომავალ არჩევნებში სწორედ ხაზარაძე შექმნან ახალ გმირად და მას გადააბარონ ხელისუფლება. იმისათვის, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს ვინმეს, საჭიროა მისგან ჩაგრული გმირი შექმნან. ამისათვის კი მას ხელისუფლება უნდა დაუპირისპირდეს მკვეთრად და მაშინ ხალხიც „ჩაგრულს“ დაუჭერს მხარს და ასე გააბითურებენ კიდევ ერთელ. სხვათა შორის არც ივანიშვილის მჯერა, რადგანაც ძალიან კარგად ვიცი თუ როგორ ძნელია, რომ ბანკი გამსხვილდეს, ამისათვის ვინმემ დიდი რესურსებით უნდა მოგამარაგოს, ვერც ეგ მოახერხებდა ამას დამოუკიდებლად რუსეთში და დიდი ეჭვი მაქვს, მაგასაც ვიღაც ეხმარებოდა, რომ ფინანსური რესურსები მოეგროვებია თავისი ბანკისათვის.

 


ტყუილებია ეგ, რომ ვითომ ეს ბანკები თავისით გაძლიერდნენ. ვერ ხედავთ კიდევ რამდენი ბანკია, მაგრამ რამდენი ძლიერდება? თქვენ გგონიათ მაგათმა მუშაობა არ იციან?? უბრალოდ მათ რესურსები არ აქვთ, რომ ბაზარი დაიპყრონ. ამათ კი უცხოური საფინანსო ინსტიტუტები ყოველწლიურად ათეულობით მილიონ დოლარს უყოფდნენ და ამ თანხებით ბაზარი დაიპყრეს. სხვები კი მართლაც დამოუკიდებლად, თავისით ხლაფორთობდნენ და ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ისევ ერთ ადგილზე ფაფხურობენ...

 


მერე კიდევ, რომ გვაბრუებს 500 დოლარით დავიწყე ბიზნესიო. 500 დოლარი საწესდებო ფონდი იყო. მაშინ, იმ სიყრუეში ბანკის დაფუძნებას 500 დოლარის საწესდებო ფონდი სჭირდებოდა მხოლოდ. ახლა კი უკვე 40 მილიონი უნდა გქონდეს, რომ ბანკი დაარსო. მერე კიდევ, თვითონ აღიარებს, რომ ბანკის დაარსება იმიტომ დასჭირდათ, რომ მაღაზიების ქსელი ჰქონდა „ბატა“, სადაც იმდენი ფული დაუგროვდათ, რომ სახლებში ვერ ინახავდნენ და ბანკი დასჭირდათ, რომ მის საცავებში შეენახათ ფული. ასე რომ 500 დოლარი მხოლოდ ოფიციალური საწესდებო ფონდი იყო, თორემ თავიდანვე ჰქონდა იმ დროისთვის საკმაო კაპიტალი“, აცხადებს ზაზა წიქორიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი